ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

ენლილი-   ხილ- ბოსტნეულის საშრობი დანადგარების მწარმოებელი  კომპანია , რომელიც მომხმარებელს სთავაზობს  როგორც დეჰიდრატორებს ასევე სრულფასოვანი საწარმო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობას.

ბენეფიციარებს ვაწვდით  კონსულტაციას როგორც ჩირის წარმოების ტექნოლოგიების, შეფუთვის და დაფასოების შესახებ, ასევე წარმოების გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ტექნიკა დანადგარების შესახებ.

2016 წელს დავიწყეთ ბიომეურნეობით. რადგან ხილი მალფუჭებადია და თვითღირებულებასაც ძლივს ფარავდა.  2019 წელს გადავწყვიტეთ მაღალი ღირებულების მეორადი პროდუქტის გაკეთება, როგორიც ჩირია.

 ბაზარზე ვერ მოვიძიეთ საჭირო პარამეტრების და ფასის მქონე დეჰიდრატორი და მივედით იმ აზრამდე, რომ  შიდა მოხმარებისთვის თვითონვე დაგვემზადებინა.

მალე პირველი პროტოტიპიც შევქმენით, დავტესტეთ, გამოვლენილი ხარვეზები გამოვასწორეთ და შედეგიც დამაკმაყოფილებელი მივიღეთ.

რადგან აპარატები ცხელი და ცივი ხაერის დაქროლვის სინქრონული სისტემით მუშაობს მას შუმერული ქარის ღვთაების ,,ენლილი,,-ს სახელი დავარქვით.

ბაზარზე საშუალო საფასო სეგმენტზე ნიშა თავისუფალი იყო დავიწყეთ ჩვენი მოდელების აქტიური შეთავაზება.

 ფასით და მიღებული შედეგით მომხმარებელი კმაყოფილი იყო, რამაც გვიბიძგა ახალი მოდელები დაგვემატებინა და უფრო მრავალფეროვანი შეთავაზება გვქონოდა.

     ენლილის დეჰიდრატორები მუდმივად იხვეწება, ვითვალისწინებთ მომხმარებლის ინტერესებს და შენიშვნებს. კონსტრუქცია არის ჭკვიანი, ენერგოეფექტური, მსუბუქი, ადვილად გადაადგილებადი და ერგონომიული. რაც ფასდება კიდეც მეწარმეების მხრიდან ნდობით და მუდმივად ზრდადი მოთხოვნით.

 

კონტაქტი
to-top