თამარ ხაბაზიშვილი
ქალბატონი თამარი სოფელ ქიწნისში ცხოვრობს და ამავე სოფელში მუშაობს საბავშვო ბაღში, მუსიკის მასწავლებლად. აქტიურად არის ჩართული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. როგორც თავად ამბობს გასულ წელს დიდი რაოდენობის ხილი გაუფუჭდათ, რადგან დაბალი ფასის გამო მისი რეალიზაცია ვერ შეძლეს.
“ დიდი ხანია ვამზადებ ჩირს, ბუნებრივ პირობებში , თუმცა ხილის გამოშრობას სრული 2 კვირა და კარგი ამინდები სჭირდება. შედეგად მეხარჯებოდა დიდი დრო, ენერგია , მაგრამ ვერ ვიღებდი სასურველ შედეგს “
თამარმა ენლილის დეჰიდრატორი საკუთარი სახსრებით შეიძინა და დაიწყო ეკოლოგიურად სუფთა და დიდი რაოდენობის ჩირის დამზადება უმოკლეს დროში.
ნახელავი იმდენად გემრიელი გამოვიდა , დიდი მოწონება დაიმსახურა და გადაწყვიტა ჩირის რეალიზაცია არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არამედ უფრო დიდ მაშტაბებზეც ეცადა.
ინტერნეტ სივრცეში საკუთარი გვერდი შექმნა
და ონლაინ რეჟიმშიც იღებს შეკვეთებს.
სამომავლოდ სურს წარმოება გააფართოოს და პროდუქცია ,რომელსაც მომხმარებელს სთავაზობს , გაამრავალფეროვნოს .
ენლილი წარმატებებს უსურვებს მას. თვალს ადევნებს და ელოდება მისგან სასიამოვნო სიახლეებს