ქეთევან გოჩაშვილი

▶️ქეთევანი დიდი ლიახვის ხეობიდან , სოფელ ხეითიდან არის. ამჟამად თავის ოჯახთან ერთად გორში ცხოვრობს.

🔹ჩირს და ტყლაპს ამ დრომდეც ამზადებდა სახლის პირობებში, ოჯახის წევრებისთვის. თუმცა დიდი რაოდენობის ეკოლოგიურად სუფთა ჩირის წარმოების გზების ძიებამ საბოლოოდ ენლილთან დააკავშირა და ამ საქმიანობაში პირადი კომერციული მიზნებიც დაისახა.

📣პროექტის ფარგლებში დეჰიდრატორი, ხოლო საკუთარი ფინანსებით ელექტრო სლაისერი შეიძინა , წარმოების პროცესის მეტად გამარტივებისთვის.

🫐აპირებს დანადგარის მრავალფუნქციურობა მაქსიმალურად გამოიყენოს . გეგმავს ჩირის, ტყლაპის , ჩურჩხელის წარმოებასა და რეალიზაციას ქართულ ბაზარზე.

▶️საინტერესოა ის , რომ აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ხილის გამოშრობის ტექნოლოგიების შემუშავებაზე . ასევე გეგმავს პროდუქტს ხარისხიანი შეფუთვა და ბრენდირება გაუკეთოს, დაიწყოს თანამშრომლობა მაღაზიებთან და ონლაინ სივრცეშიც ბევრ ადამიანს გააცნოს საკუთარი პროდუქტი , რაც ერთის მხრივ დაეხმარება რეალიზაციასა და ბაზარზე საკუთარი ნიშის დამკვიდრებაში.

🙏ენლილი წარმატებებს უსურვებს და გულშემატკივრობს მეწარმეობის ამ გზაზე.

to-top