ნატახტრის დედათა მონასტერი
ენლილის საშრობი დეჰიდრატორი ნატახტრის დედათა მონასტერში გავგზავნეთ.
მონასტერი მრავალფეროვან სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული.
ქართული ფქვილითა და ბუნებრივი საფუარით აცხობენ პურს. პური არის ჯანსაღი , ცივი ფერმენტაციით დამზადებული და სასარგებლოა დიაბეტის მქონე ადამიანებისთვისაც.
მონასტერს აქვს სასოფლო მეურნეობა, ხორბლის ყანა, ვენახი, ბოსტანი და ხეხილის ბაღი. მიღებული მოსავლით აწარმოებენ სხვადასხვა სამკურნალო პროდუქციას. დინდგელის მალამოს, ვაშლის ძმარს, ფუტკრის ენერგიას, ჩაის.
ყველა ეს პროდუქტი არის შეფუთული. ეტიკეტზე განთავსებულია შემადგენლობა და მოხმარების წესები.
მონასტერი გასულ წლებშიც აქტიურად აწარმოებდა სხვადახვა ხილის ჩირს მცირე ზომის საშრობში , რომელიც ვერ ასწრებდა მომწიფებული ხილის დაჩირვას და ხილის მოსავალი ნახევრად დასაბინავებელი რჩებოდა.
ენლილის დეჰიდრატორი
დიდი რაოდენობის ხილს გამოაშრობს დროის მცირე მონაკვეთში და დედაოებს შეუმსუბუქებს შრომას.
მადლობას ვუხდით ნატახტრის დედათა მონასტერს ნდობისთვის. ვუსურვებთ მშვიდობას და წარმატებებს სამეწარმეო გზაზე.