ბადრი ციქუბაძემ RDYE-S დაფინანსება მოიპოვა

🙋‍♂️ წარმოგიდგენთ RDYE პროექტის გამარჯვებულ ინოვატორ მეწარმეს - ბადრი ციქუბაძეს!

👉 ბადრი გორის მუნიციპალიტეტში ხილისა და ბოსტნეულის ჩირის ინოვაციური საშრობის საწარმო "ენლილის" შემქმნელი და მფლობელია,

⚙️ "ენლილის" ჩირის საშრობი ჭკვიანი მოწყობილობაა, რომელიც ადაპტირებულია ხილის, ბოსტნეულის, ჩურჩხელისა თუ ტყლაპის შრობის რეჟიმზე. საშრობის ტემპერატურა და ტენიანობა სენსორულად კონტროლდება. ბადრი ასევე მუშაობს თევზისა და ხორცის გაშრობის ინტეგრირებაზე, რაზეც მოთხოვნა ასევე მზარდია.

👨‍💼 RDYE პროექტის მხარდაჭერით, ბადრი წარმოების გასაფართოებლად საჭირო დაზგა-დანადგარებს შეიძენს. RDYE პროექტის ფარგლებში, მას ასევე სამეწარმეო ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა მიეცა.

🎉 შეგახსენებთ, რომ RDYE პროექტის მონაწილე 15-მა ახალგაზრდულმა საწარმომ 350 000 ლარის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა!

🇦🇹 პროექტი "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" (RDYE) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარებს.

🤝 RDYE პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

to-top