საზაფხულო საკვების გამოფენა 2024

📣 საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე 𝐒𝐮𝐦𝐦𝐞𝐫 𝐅𝐚𝐧𝐜𝐲 𝐅𝐨𝐨𝐝 𝐒𝐡𝐨𝐰 რეგისტრაცია დაიწყო!

▶️გამოფენას ყოველწლიურად საშუალოდ 47 000 პროფესიონალი ვიზიტორი და 5 000 მონაწილე კომპანია სტუმრობს, 57 ქვეყნიდან..

მიმდინარე წელს საქართველოს ხსენებულ გამოფენაზე გამოყოფილი აქვს 149 კვადრატული მეტრი საგამოფენო სივრცე საერთაშორისო პავილიონში.

"აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 16 კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.


მეოთხე კატეგორიის კომპანიის თანამონაწილეობის თანხა შეადგენს არაუმეტეს 1300 აშშ დოლარს, მესამე კატეგორიის - 2600 აშშ დოლარს, მეორე კატეგორიის - 3900 აშშ დოლარს, ხოლო პირველი კატეგორიის - 5200 აშშ დოლარს (!)

👉 თუკი გსურთ, თქვენი პროდუქტი წარადგინოთ Summer Fancy Food Show-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3U9IThQ

🙌 ღონისძიება იმართება 23-25 ივნისს

📍 ლოკაცია: ნიუ-იორკი, აშშ

⏳ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 9 თებერვალი, 2024

___

☎️კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე: 1525.

გისურვებთ წარმატებას!

კატეგორიები:

  • საკვები და სასმელი
    • ცოცხალი ხილი და ბოსტნეული
    • თხილი და თხილის პროდუქტები
    • გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული
    • ხილის და ბოსტნეულის წვენები
    • მინერალური და მტკნარი წყლები
    • ლიმონათი
    • ჩაი
    • ალკოჰოლური სასმელები გარდა ღვინისა
    • ყველი
    • ცოცხალი ცხოველები
    • ხორცპროდუქტები
    • საკონდიტრო ნაწარმი
    • ზღვის პროდუქტები
    • თაფლი
    • სუნელები, სანელებლები, სამკურნალო მცენარეები
    • მარცვლეული
    • ზეთი
    • ენერგეტიკული სასმელები
    • ყავა
    • რძის პროდუქტები გარდა ყველისა
    • კაკალი
    • ნუში
to-top