თამარ მჭედლიძე

    🍎თამარ მჭედლიძე , ენლილის დეჰიდრატორის მფლობელი და წარმატებული      საოჯახო ბიზნესის “ფრუქტოვიტა”_ს დამფუძნებელია.

თამარი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. ამჟამად სოფელ ხვითში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას მისდევს.

პროფესიონალურ დონეზე ეუფლება მეხილეობას, აწარმოებს ჩირს, ტყლაპს და სხვადასხვა ნუგბარს. წარმოებული პროდუქტის რეალიზებისთვის კი ადგილობრივ ბაზარს და სხვადასხვა ციფრულ პლატფორმებს მიმართავს.

 ბავშვობის ტკბილი მოგონებებიდან , ბებიასთან ერთად გაკეთებულ ჩირის გემო, ერთგვარი ინსპირაცია იყო საოჯახო ბიზნესის დასაწყებად.

 სასოფლო -სამეურნეო საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული და რადგან ხილის დაბალი სარეალიზაციო ფასი მისი ოჯახისთვისაც პრობლემას წარმოადგენდა ჩირის წარმოებით, მარკეტინგული ფორმითაც დაინტერესდა.

 ორგანიზაცია „მშვიდობის კერა მანათეა”-ს საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიძინა ენლილის დეჰიდრატორი და დაიწყო ეკოლოგიურად სუფთა, გამორჩეული არომატის მქონე ჩირის წარმოება.

ქალბატონი თამარი, აქტიურად მუშაობს სამეწარმეო საქმიანობის ბრენდირებაზე, ემზადება გამოფენაში მონაწილეობისთვის, სადაც თავის პროდუქტს წარადგენს. მუშაობს სხვადასხვა ხილის გამოშრობის ინოვაციურ ტექნოლოგიებზე , რომელიც მის პროდუქტს გამორჩეულს გახდის.

წარმატებებს ვუსურვებთ თამარს, ვგულშემატკივრობთ და ველოდებით მისგან საინტერესო სიახლეებს!

to-top