
მარინა ფირცხელაური
ენლილის საშრობი დანადგარის მფლობელი მარინე ფიცხელაურია . მათემატიკის მასწავლებელი თბილისიდან.
ქალბატონ მარინეს აქვს ხეხილის ბაღი , რომლის მოვლასაც პედაგოგიურ საქმიანობას უთავსებს.
ბოლო რამდენიმე წელია ხილის სრულფასოვან რეალიზაციას ვერ ახერხებდა, შედეგად ფუჭდებოდა დიდი რაოდენობის ხილი.
მზეზე , სახლის პირობებში ჩირის გაკეთების და ამ გზით ხილის რეალიზაციის ფორმამაც ვერ გაამართლა, რადგან დიდი დრო და ენერგია იხარჯებოდა და ვიდრე ჩირი გამოშრებოდა , ხილი ფუჭდებოდა.
პრობლემის მოგვარება იყო მთავარი მოტივაცია , რის გამოც ქალბატონი მარინე ენლილს დაუკავშირდა და შემდეგ უკვე დანადგარი შეიძინა.
აპირებს თავისი ბიზნეს გვერდის შექმნას , პროდუქტის აქტიურ რეალიზაციას ქვეყნის სხვადასხვა მხარეში. მომხმარებელს პირდება, რომ მალე მრავალფეროვან , გემრიელ ჩირსა და ნუგბარს შესთავაზებს.
ველით , მის გამოჩენას ქართულ ბაზარზე და ვუსურვებთ წარმატებებს