ეკატერინე მეტრეველი
ეკატერინე მეტრეველი , წარმოება კახური ნექტარის დამფუძნებელი და ახლა უკვე ენლილის დეჰიდრატორის მფლობელი.
ქალბატონი ეკა ცხოვრობს თელავის სოფელ აკურაში. პროფესიით აგრო ბიზნესის მენეჯერია. უძღვება საოჯახო ბიზნესს.
2021 წელს პანდემიის პერიოდში დაიწყო ჩირის წარმოება, რაც მისთვის იყო ჰობი და ერთ-ერთი საყვარელი საქმე. სულ მალე წარმოებაში ისე დახელოვნდა , რომ ჰობი ბიზნესად აქცია. დაიწყო სხხვადასხვა ხილის გამოჩირვა , ამზადებდა ასევე რქაწითელის და საფერავის ბადაგზე ჩურჩხელებს .
შექმნა ონლაინ სივრცეში ბიზნეს გვერდი , სადაც იღებს შეკვეთებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან ასევე საზღვარგარეთიდან .
ნატურალურმა პროდუქტმა სახელი მალე გაითქვა. საჭირო გახდა წარმოების გაფართოება და ენერგიის დაზოგვის მიზნით დროის მოგება. შეიძინა ენლილის დეჰიდრატორი , რამაც საშუალება მისცა დიდი რაოდენობის შეკვეთები მიეღო და მიზნობრივი ბაზარიც გაეზარდა.
ქალბატონი ეკა აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ადგილობრივ გამოფენებში. ცდილობს საწარმოო პროდუქტის ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოს და რეალიზაციის მიზნით ითანამშრომლოს ქსელურ მაღაზიებთან .
ენლილი წარმატებებს უსურვებს ქალბატონ ეკას და მის საოჯახო ბიზნესს.