ქეთევან გოჩაშვილი
ქეთევანი დიდი ლიახვის ხეობიდან , სოფელ ხეითიდან არის. ამჟამად თავის ოჯახთან ერთად გორში ცხოვრობს.
ჩირს და ტყლაპს ამ დრომდეც ამზადებდა სახლის პირობებში, ოჯახის წევრებისთვის. თუმცა დიდი რაოდენობის ეკოლოგიურად სუფთა ჩირის წარმოების გზების ძიებამ საბოლოოდ ენლილთან დააკავშირა და ამ საქმიანობაში პირადი კომერციული მიზნებიც დაისახა.
პროექტის ფარგლებში დეჰიდრატორი, ხოლო საკუთარი ფინანსებით ელექტრო სლაისერი შეიძინა , წარმოების პროცესის მეტად გამარტივებისთვის.
აპირებს დანადგარის მრავალფუნქციურობა მაქსიმალურად გამოიყენოს . გეგმავს ჩირის, ტყლაპის , ჩურჩხელის წარმოებასა და რეალიზაციას ქართულ ბაზარზე.
საინტერესოა ის , რომ აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ხილის გამოშრობის ტექნოლოგიების შემუშავებაზე . ასევე გეგმავს პროდუქტს ხარისხიანი შეფუთვა და ბრენდირება გაუკეთოს, დაიწყოს თანამშრომლობა მაღაზიებთან და ონლაინ სივრცეშიც ბევრ ადამიანს გააცნოს საკუთარი პროდუქტი , რაც ერთის მხრივ დაეხმარება რეალიზაციასა და ბაზარზე საკუთარი ნიშის დამკვიდრებაში.
ენლილი წარმატებებს უსურვებს და გულშემატკივრობს მეწარმეობის ამ გზაზე.