როგორ გავაკეთოთ ქლიავის ტყლაპი შაქრის გარეშე

 

მოზმდაბეის წესი:

10 ლიტრ თბილ წყალში ვყრით 1 სუფრის კოვზ  მარილს კარგად ვურევთ რომ გაიხსნას, შემდგომ ვათავსებთ მასში ქლიავს 1 საათით. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ ხილის ზედაპირზე დალექილი სხამქიმიკატების და მძიმე მეტალებმა ჩამოშლა დაიწყოს. შემდგომ გარეცხეთ გამდინარე წყალში და გააშრეთ. გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ კურკა.

ჩაყარეთ უჟანგავი მეტალის ქვაბში, დაასხით წყალი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 30 წთ.

გადმოიღეთ ცეცხლიდან გადაწურეთ (ნახარში შეინახეთ მაცივარში), ქლიავი კი მოათავსეთ საწურზე.

გაატარეთ მოხარშული ქლიავი საწურზე ან ჯემის აპარატში

გადაიტანეთ მიღებული მასა უჟანგავი მეტალის ქვაბში, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 5 წთ.

მაგიდაზე გაშალეთ კომპოზიტიური სილიკონის საფენი  ან საკონდიტრო ქაღალდი და მიღებული მასა გადაანაწილეთ თხლად. დატოვეთ მზეზე 2-3 დღე ან გამოიყენეთ დეჰიდრატორი, რომელიც დაახლოებით 12 საათში მოგცემთ მზა პროდუქტს

როცა მასა გამაგრდება სასურველ კონდიციამდე, უმჯობესია დააყოვნოთ გრილ ადგილზე რამდენიმე საათით, რომ ადვილად აძვრეს სილიკონიდან ან პერგამენტის ქაღალდიდან.  

როცა ტყლაპიგაგრილდება სილიკონის ფუნჯით თხელ ფენად მთელ ზედაპირზე წაუსვით ქლიავის ნახარში, რომელიც შენახული გვქონდა. (ქლიავის ნახარში უჯობესია ცალკე ვადუღოთ 15-20 წუთი, რომ უფრო  სქელი მასა მივიღოთ) .

ნახარში აძლევს ბლესკს და პროდუქტი სასიამოვნო შესახედია, ასევე წარმოადგენს კონსერვანტს შაქრის მაღალი კონცენტრაციის გამო.

ბოლოს გადაახვიეთ რულეტივით, შეინახეთ ბნელ  და მშრალადგილას, უმჯობესია ნაჭრის ტომარაში ან პლასტიკურ კონტეინერში

to-top