
ქეთევან ციქუბაძე
📣ენლილის დეჰიდრატორის მფლობელი , ქეთევან ციქუბაძე ,
ხაშურის რაიონ სოფელ ტკოციდან.
🔶ქალბატონი ქეთევანი , ამავე სოფლის სკოლის პედაგოგია სამოქალაქო განათლების მიმართულებით. როგორც დიასახლისს ყოველთვის ჰქონდა საყვარელ ხელსაქმედ ჩირისა და ტყლაპის დამზადება. პატარა მიკრო აპარატით მხოლოდ ოჯახისთვის ამზადებდა ამ ნუგბარს.
👩💻პროფესიული საქმიანობის პარალელურად გადაწყვიტა მეწარმეობის გზაზე საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადა. პროექტ “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში მოიპოვა გრანტი და შეიძინა ენლილის ხილ-ბოსტნეულის საშრობი დანადგარი.
🏡 მის ოჯახს საკუთარი ხეხილის ბაღები აქვთ და დეჰიდრატორი შესაძლებლობას მისცემს აწარმოოს დიდი რაოდენობის ჩირი, ტყლაპი, ჩურჩხელა ბაზარზე მათზე მოთხოვნილების შესაბამისად.
➡ქალბატონ ქეთევანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ საქმეს სერიოზულად მოკიდოს ხელი და სხვადასხვა ხილის გამოშრობის ტექნოლოგიებზე იმუშაოს. დაიწყოს საკუთარი პროდუქტის ბრენდირებაზე , შეფუთვაზე ზრუნვა. ასევე შესაძლო პარტნიორების მოძიება პროდუქტის რეალიზაციის მიზნით.
👩💻იმედოვნებს, რომ მის გემრიელ ნახელავს სოციალურ ქსელებშიც გაუწევს პოპულარიზაციას და კმაყოფილ მომხმარებელს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შეიძენს.
🙏წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ქეთევანს ამ საინტერესო საქმეში.