როგორ დავამზადოთ გარგარის ჩირი ბიო სტანდარტით

🟡გარგარისგან ამზადებენ ჯემს და კომპოტს. მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებულია შაქრის დამატებასთან და ეს მთლად სასარგებლო არ არის ჯანმრთელობისთვის. საუკეთესო გამოსავალია მისი დაჩირება.

ბაზარზე შეიძლება ნახოთ მიმზიდველი ფორთოხლისფერი, გამჭვირვალე ჩირი. სახლის პირობებში ასეთი კონდიციის მიღება შეუძლებელია.

🤔საქმე ისაა, რომ მას ამუშავებენ გოგირდის დიოქსიდით, რათა პროდუქტი არ გაშავდეს და დიდხანს შეინახოს. ასეთი ჩირი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებაში, არც დიდებისთვისაა რეკომენდირებული. რაც არ უნდა კარგად გარეცხოთ ჩირი, მასში ქიმია მაინც დარჩება.

✅ხილის გაშრობა შესაძლებელია ქიმიკატების გამოყენების გარეშეც. გადამწიფებული ხილი არ გამოდგება. შევარჩიოთ სიმწიფეში ახლად შესული მკვრივი ხილი, კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში, ვწურავთ თუშფალანგში ან ორგანყოფილებიან ნიჟარაში, შემდგომ ნაყოფს ვხსნით შუაზე და ვაცლით კურკას.

📣გარგარი რომ არ დაშავდეს, 10 წუთის განმავლობაში ვაჩერებთ ლიმონმჟავიან ცივ წყალში. ერთ ლიტრ წყალზე ვხსნით 5 ჩაის კოვზ ლიმონმჟავას. ლიმონმჟავა შეიძლება ჩანაცვლდეს ცოცხალი ლიმონის წვენით. 3 ლიმონი საკმარისია 1 ლიტრ წყალზე.

🟡დაწურულ ნაყოფს ვათავსებთ გასაშრობ დაფაზე რბილობით აუცილებლად ზემოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ჩამოღვენთა, ასევე ბადეზე მიკვრა.

🔺ხილის სასარგებლო თვისებების, მასში ვიტამინების და მინერალების მაქსიმალურად შესანარჩუნებლად. დაწვის, გაშავების და გაწყალების თავიდან ასაცილებლად ტემპერატურა არ უნდა იყოს 45-60°C გრადუს ზემოთ.

🟢დაბალ ტემპერატურაზე გამომშრალ ხილში სასარგებლო მინერალები ბევრად მეტია ვიდრე ცოცხალ ხილში.

ოთხი კილოგრამი გარგარის ნაყოფიდან დაახლოებით ერთი კილოგრამი ჩირი მიიღება.

▶️ვინახავთ მშრალ და გრილ ადგილას

მსგავსი სტატიები: https://www.enlili.ge/ka/news/7

to-top